2:19
2:09
1:89
1:89
რეგულარის ფასი შესაძლოა მერყეობდეს 5 თეთრის ფარგლებში.

მოგესალმებით ლუკოილ ჯორჯიას სახელით.


ლუკოილ ჯორჯია უკვე დიდი ხანია ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებელს საქართველოში. მეამაყება, რომ ამ დროის განმავლობაში მყარი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ ჩვენს პარტნიორებთან, ღირსეული ადგილი დავიკავეთ ბიზნეს და სოციალური საქმიანობით და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისევე როგორც მთელი კომპანიისათვის, მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა.


ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია მეტი ყურადღება დავუთმოთ მომხმარებლებს, მაგრამ, ამავე დროს, ფართო საზოგადოებამაც იგრძნოს ჩვენი თანადგომა.


დღეს, ლუკოილ ჯორჯია ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში, რითაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აღმშენებლობას უწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.


როგორც მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას სოციალური, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკითხებისადმი. მიხარია, რომ ამ გრძნობას ჩვენი თანამშრომლებიც იზიარებენ. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ურბანიზაციის მზარდმა ტემპმა არ უნდა გადაფაროს ბუნებრივი ფაქტორების მნიშვნელობა. ნავთობკომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ამ თემაზე და მუდმივად ვახორციელებთ სერიოზულ ღონისძიებებს. 


ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება წარსული მონაპოვარის დაცვითა და შენარჩუნებით – ჩვენ წინ ვიყურებით და დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს, მაგრამ ეს ყოველივე შეუძლებელია თქვენი მხარდაჭერის და თანამონაწილეობის გარეშე.

მინდა წარმატება გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. გვიგულეთ თქვენს გვერდით.


ზაზა ქათამაძე
დირექტორი