2:29
2:19
1:99
1:99
რეგულარის ფასი შესაძლოა მერყეობდეს 5 თეთრის ფარგლებში.

 

საქართველოში შპს. "ლუკოილ-ჯორჯია"  2002 წლის მარტში ამოქმედდა. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას.

ლუკოილის საწვავი  ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, ამას ჩვენი მომხმარებელიც ადასტურებს. ჩვენი საწვავი საქართველოს ბულგარეთის თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან მოეწოდება. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს საინვესტიციო და სადისტრიბუციო პოლიტიკის განსაზღვრას.

გარდა საწვავისა, ლუკოილ-ჯორჯია  ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. ლუკოილ-ჯორჯიას სწორად დაგეგმილი საინვესტიციო და მარკეტინგული საქმიანობის შედეგად, ლუკოილის ზეთებმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც საცალო, ისე კორპორაციულ ბაზარზე.

ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. კომპანია თავს ვალდებულად მიიჩნევს, შეინარჩუნოს ჯანსაღი გარემო  მომავალი თაობების  საკეთილდღეოდ.