2:19
2:09
1:89
1:89
რეგულარის ფასი შესაძლოა მერყეობდეს 5 თეთრის ფარგლებში.

 

ლუკოილ ჯორჯიას 1000-მდე მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. აქ იგულისხმება, როგორც ლუკოილ ჯორჯიას უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალი, ისე ლუკოილის სავაჭრო ნიშნით მოქმედი კომპანიების თანამშრომლები.


ლუკოილი სწორი საკადრო პოლიტიკის გატარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ კუთხით ჩვენი ამოცანა და მიზანია, მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურებით. კომპანიის ხელმძღვანელობას უმთავრეს პრიორიტეტად მიაჩნია ისედაც მაღალ დონეზე განვითარებული შეფასების და მოტივაციის სისტემის კიდევ უფრო დახვეწა, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების, სამუშაო გარემოს მუდმივ გაუმჯობესებაში და ანაზღაურების ზრდაში გამოიხატება. გარდა ამისა, მუშაობის პერიოდული შეფასების საფუძველზე, კომპანია სხვა წამახალისებელ მექანიზმებსაც მიმართავს.