ლუკოილში ბარათების სისტემა განახლდა!

Poster

">

ლუკოილ ჯორჯიას განახლებულმა გუნდმა, მოსვლის დღიდან მნიშვნელოვანია ნაბიჯები გადადგა, რათა მომხმარებელს მათ კომფორტზე ორიენტირებული მომსახურება შესთავაზოს.

 

მათ შორის, ცვლილებები შეეხო ბარათებით სისტემას. მანამ, სანამ საწვავის ბარათების კორპორატიულ გაყიდვებს აუთსორს კომპანია ხელმძღვანელობდა, კომპანია ვერ ახერხებდა მოთხოვნის ცვლილებებზე ოპერატიულად რეაგირებასა და სერვიის შესაბამისი დონის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე კი, მომცემული ფუნქციონალის „ლუკოილ-ჯორჯიას“ კონტროლის ქვეშ მოქცევასთან ერთად, მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობები გახდა ხელმისაწვდომი.

 

 მაგალითად, პირადი კაბინეტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ბარათების მართვა და საწვავის ხარჯის დეტალური კონტროლი. შეძენილი საწვავი სწრაფად აისახება თქვენს კორპორატიულ საბარათე ანგარიშზე და პირადი ვებ-კაბინეტში, სადაც მარტივად შეძლებთ, როგორც ბარათებზე ნავთობპროდუქტების განაწილებას, ასევე ხარჯვის კონტროლს.

 

ბარათით სარგებლობა შესაძლებელია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. რაც მთავარია, ბარათების მფლობელები განსაკუთრებულ პირობებთან ერთად ყველა ტიპის საწვავზე 23 თეთრამდე ფასდაკლებით ისარგებლებენ, 15 000 ლიტრი შენაძენიდან კი მომხმარებლები ინდივიდუალურ ფასდაკლებას მიიღებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ლუკოილ ჯორჯია ბარათის მფლობელებს სხვა დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობს. მაგალითად, ბარათის მფლობელები ისარგებლებენ - 10% იანი ფასდაკლებით ლუკოილის ავტოგასამართი ქსელის მარკეტებში.

 

Always Moving Forward

თეგები

გამოგვყევით