საქართველოს 6 ქალაქში ლუკოილის ოფიციალური ავტოგასამართი სადგური გაიხსნა!
ლუკოილი სწრაფი ტემპით განაგრძობს ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მომხმარებელს ნებისმიერ რეგიონში შესაძლებლობა ქონდეს ისარგებლოს ევრო 5 სტანდარტის საწვავითა და კომფორტული მომსახურებით.
სექტემბერში ლუკოილ ჯორჯიას ოფიციალური ავტოგასამართი სადგურები დამატებით საქართველოს 6 ქალაქში გაიხსნა:
- ოზურგეთი - მ. კოსტავას ქ. #92
- მარტვილი - მშვიდობის ქ #115
- ვანი - ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ
-ახალციხე - აბასთუმნის გზატკეცილი
- სენაკი - მშვიდობის ქ. #172
- ლანჩხუთი - სოფ. გრიგოლეთი
ლუკოილის ახალ ავტოგასამართ სადგურებზე სპეციალური აქცია მოქმედებს - მომხმარებლები დამატებით 5 თეთრი ფასდაკლებით ისარგებლებენ ნებისმიერი სახის პროდუქტზე.
შეგახსენებთ, ლუკოილის პროდუქცია ქალაქ ბურგასის ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოდის. იმისათვის, რომ პროდუქტმა თავისი თვისებები შეინარჩუნოს, დამზადების ყველა ეტაპზე — ტრანსპორტირებისას, შენახვისას და ნავთობპროდუქტების რეალიზაციისას, იგი ხარისხის კონტროლს გადის სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში. შემოწმების შემდგომ თითოეულ პროდუქტზე გაიცემა ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ყველა მიღებულ სტანდარტთან შესაბამისობაზე მიუთითებს.
ლუკოილის პროდუქციის ხაზში მოქცეულ თითოეული ტიპის ბენზინს თავისი უნიკალური თვისებები ახასიათებს და იდეალურია ნებისმიერი მოდელის მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილისთვის.
Always Moving Forward
თეგები
გამოგვყევით