შპს "ლუკოილ-ჯორჯია" გატყობინებთ ინტერნეტში ახალი ტიპის თაღლითობის შესახებ, სსს ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტის ხსენებითა და კომპანიის კორპორატიული სტილისა და ლოგოს გამოყენებით.
ამგვარად, სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Instagram-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ცრუ ინფორმაციას გვაწვდის LUKOIL-ის მიერ მოქალაქეებისგან პირადი სახსრების მოსაზიდად სპეციალური საინვესტიციო ფონდის (პლატფორმის) შექმნის შესახებ. ვიდეოში არასწორად არის გამოყენებული რეალური სატელევიზიო ინტერვიუს ფრაგმენტები, ასევე კომპანიის კორპორატიული ვიდეოები.
შპს "ლუკოილ-ჯორჯია" ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპანიას არ შეუქმნია საინვესტიციო პლატფორმა ფიზიკური პირებისთვის და მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელ ფონდებში ინვესტირების შეთავაზებებისგან.
შეგახსენებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადამოწმოთ ინფორმაცია სსს "ლუკოილ"-ის ოფიციალურ ვებგვერდზე www.lukoil.ru (რუსული ვერსია), www.lukoil.com (ინგლისური ვერსია) და www.lukoil.ge.
შპს "ლუკოილ-ჯორჯია" არ არის პასუხისმგებელი არასასურველ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სხვა წყაროებიდან ინფორმაციის გამოყენების შედეგად.
0.00
Super Ecto 100
3.47
Super Ecto
3.00
Premium Avangard
2.84
Euro Regular
3.00
Euro Diesel
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს
საქართველოს 6 ქალაქში ლუკოილის ოფიციალური ავტოგასამართი სადგური გაიხსნა!
ლუკოილში ბარათების სისტემა განახლდა!
მინერალური ძრავის ზეთი VS სინთეტიკური ძრავის ზეთი
რატომ იორთქლება თქვენი ავტომობილის ფარები ?
რა ტიპის საბურავი გჭირდებათ?
როგორ შევარჩიოთ თქვენი ავტომობილისთვის რეკომენდირებული საწვავი?
Always Moving Forward
თეგები
გამოგვყევით