2:53
2:33
2:23
2:13
2:19
რეგულარის ფასი შესაძლოა მერყეობდეს 5 თეთრის ფარგლებში.

საწვავის სპეციალური დანამატი Ecto ხელს უწყობს საწვავის მიწოდების სისტემის გამართულ მუშაობას, ოპტიმალურ შეფრქვევას და განაპირობებს საწვავის ეკონომიას, მნიშვნელოვნად ამცირებს ძრავის ცილინდრებში მექანიკურ ხახუნს, ფარავს საწვავის მომარაგების სისტემის ლითონის ზედაპირს დამცავი გარსით რითაც ხელს უშლის კოროზიას. ექტოს გამოყენების შედეგად ძრავში წარმოშობილი ნადების მოცულობა გაცილებით ნაკლებია ჩვეულებრივი საწვავის გამოყენებისას წარმოშობილი ნადების მოცულობაზე. Ecto  ამცირებს ნადების ფორმირებას სარქველებში რაც მნიშვნელოვნად ზრდის ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტს და ხელს უწყობს საწვავის სრულ წვას, გამოდევნის საწვავიდან სინესტეს, ხელს უწყობს ძრავის ტექნიკური მახასიათებლების დაცვას და ხანგძლივი დროით შენარჩუნებას.


Ecto აკმაყოფილებს ევროკავშირის გარემოს დაცვით მოთხოვნებს, ამცირებს გოგირდოვანი ნაერთებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გარემოში გამოყოფას.


Ecto-ს უმაღლესი ხარისხი დადასტურებულია დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი საერთაშორისო ცენტრის ''Tickford Power Train Test Ltd"-ის მიერ.